დაახლოებით საათნახევარია რაც ‘’ელიტა ბურჯში" კრიმინალური პოლიცია
შევიდა. ადგილზე ოფიციალურ განცხადებას არც ‘’ელიტა ბურჯის" და არც პოლიციის
თანამშრომლები აკეთებენ.
როგორც ერთ-ერთმა თანამშრომელმა ‘’ინტერნეტ.ჯი"-ს ჟურნალისტს
განუცხადა აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობს როგორც ‘’ელიტა ბურჯი" ასევე ‘’გლობალ
TV".
ადგილზე რამდენიმე წუთის წინ
გამოჩნდა დეპუტატი კარლო კოპალიანი, რომელსაც პოლიციის თანამშრომლებმა კომპანიაში შესვლის
უფლება არ მისცეს.
ტერიტორიაზე ასევე მივიდნენ ‘’ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის
წარმომადგენლები, თუმცა ჟურნალისტების მიერ კითხვის დასმისთანავე ტერიტორია
უკომენტაროდ დატოვეს.
Internet.ge