ზაქარია ქუცნაშვილი: ამ დროისათვის ზუსტდება ინფორმაცია ანტენების დაყადაღება მოხდა თუ დალუქვა
ბიძინა ივანიშილის ადვოკატის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ამ
დროისათვის მიმდინარეობს დაზუსტება ინფორმაციისა, „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მფლობელობაში არსებული სატელევიზიო ანტენების დაყადაღება მოხდა თუ დალუქვა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ადვოკატმა
განუცხადა, დაყადაღება და დალუქვა სხვადასხვა რამ არის, ამიტომ ყველაფერი უნდა
გაირკვეს, რის შემდეგაც კომენტარს გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა
საწყობში სოდ-ის წარმომადგენლები იმყოფებიან. პროკურატურის განმარტებით, შესვლის
მიზეზი „გლობალ
კონტაქტ კონსალტინგის“ მფლობელობაში არსებული სატელევიზიო ანტენების დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების
აღსრულებითაა განპირობებული.
Internet.ge