„გლობალ TV“ - ის კუთვნილი სატელევიზიო ანტენების დაყადაღება საქართველოს რეგიონებშიც მიმდინარეობს
„გლობალ
კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი სატელევიზიო ანტენების დაყადაღება საქართველოს რეგიონებშიც
მიმდინარეობს.
კრიმინალურმა პოლიციამ სამტრედიაში, ურეკსა და ქობულეთში „გლობალ
TV“ - ის კუთვნილი სატელევიზიო ანტენები უკვე დააყადაღა.
დალუქულია იჯარით
აღებული სასაწყობე მეურნეობები, სადაც კომპანიის კუთვნილი სატელევიზიო ანტენები ინახებოდა.
თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე კომპანია „გლობალ TV“–ის ოფისს პოლიციელებმა ალყა შეამოარტყეს.
ანალოგიური მდგომარეობაა ყვარელშიც.
რაც შეეხება კომპანიის დედაქალაქის ფილიალებს, პოლიცია ამ დრომდე რჩება „ელიტა ბურჯის“ ტერიტორიაზე, სადაც „გლობალ
TV“-ის ერთ-ერთი საწყობი მდებარობს.
Internet.ge