თბილისის საქალაქო სასამართლომ ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” შესახებ განცხადება გაავრცელა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელსაც „ინტერნეტ.ჯი“
უცვლელად გთავაზობთ:
თბილისის საქალაქო
სასამართლომ 2012 წლის 21 ივნისს განიხილა
საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობა, რომლითაც
მთავარი პროკურატურა ითხოვდა შპს ”გლობალ კონტაქტ
კონსალტინგის” ტექნიკური საშუალებებზე ყადაღის
დადებას.
სასამართლომ კანონით
დადგენილი წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შუამდგომლობა და დააკმაყოფილა იგი.
შუამდგომლობა სასამართლოში შემოვიდა ელექტრონული ფორმით და შესაბამისად სასამართლოს
მიერ მიღებული განჩინება მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის მიერ ხელმოწერილ იქნა ელექტრონული
ფორმით.
სასამართლო განმარტავს,
რომ 2011 წლის 5 მაისიდან სისხლის სამართალწარმოება გადასულია ელექტრონულ საქმის წარმოებაზე,
რაც ამავე დროს გულისხმობს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ელექტრონული
ფორმით ხელმოწერას, რაც გამორიცხავს ბეჭდის საჭიროებას. შესაბამისი ცვლილება კანონში,
კერძოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მეორე ნაწილშია შესული.
Internet.ge