ამ წუთებში კომპანია „ელიტა ბურჯის“ საწყობებში „გლობალ TV“ - ის
კუთვნილი სატელევიზიო ანტენების დასაწყობება მიმდინარეობს, რის შემდეგაც
ანტენებს, ყადაღა დაედება. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის წევრმა კახა კოჟორიძემ მიაწოდა.
იურისტი სამართალდამცავებმა შენობაში რამოდენიმე წუთის წინ შეუშვეს.
ამ შემთხვევაში „საია“„გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ უფლებებს იცავს.
ამასთან, კოჟორიძის განცხადებით, სასამმართლოს განჩინება კომპანიის
წარმომადგენელს ცოტა ხნის წინ გადაეცა, რაც ადვოკატის თქმით, კანონდარღვევაა.
Internet.ge