თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია სწავლობს. ამის
შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმესთან
დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა.
ცნობისთვის, დასავლეთიდან დედაქალაქისკენ მომავალი "ნივის" მარკის ავტომანქანა გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის
გამომწვევი
მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
internet.ge