დარიალის ხეობაში დამხრჩვალ 28 წლის მაია ქუცნიაშვილის ცხედარს საქართველოში ვლადიკავკაზის პროზექტურიდან დღეს გადმოასვენებენ.
მაია ქუცნიაშვილი ყაზბეგში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მას
ფოტოების გადაღებისას ფეხი დაუცდა და მდინარე ხტისწყალში გადავარდა.
ცხედარი მდინარემ რუსეთის ტერიტორიაზე გამორიყა. რუსული სასაზღვრო
პოლიციის თანამშრომლებმა გარდაცვლილი უბედური შემთხვევიდან სამი საათის შემდეგ იპოვეს.
Internet.ge