რიო
დე ჟანერიოში გაერო-ს მდგრადი
განვითარების
კონფერენცია
"რიო+20"გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს დელეგაციამ ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების
მინისტრის,
ვერა ქობალიას ხელმძღვანელობით
მიიღო.
საქართველოს
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ გარემოს დაცვის მინისტრი გიორგი ხაჩიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძეც.
"რიო+20"-ის ფარგლებში
ქართულმა მხარემ, იუნესკოსთან და გაეროს გარემოსდაცვით პროგრამასთან
(UNEP) პარტნიორობით,
გამართა სპეციალური ღონისძიება
"თბილისიდან
- რიო+20-მდე," რომელიც გარემოსდაცვით განათლებას მიეძღვნა.
ღონისძიების
ფარგლებში
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ შეხვედრები გამართა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან; კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო მინისტრთან; განის რესპუბლიკის გარემოს დაცვის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრთან და პანამის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან.
ასევე შეხვედრები გაიმართა, ომანის სასულთნოს ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, დომინიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან; მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის მოადგილესთან და
სხვა წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე
მხარეებმა
მიმოიხილეს
ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და შეთანხმდნენ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე ეკონომიკის, განათლების და კულტურის სფეროებში. განხილულ საკითხებს შორის იყო ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესაძლებლობები და გაეროს ფარგლებში აქტიური თანამშრომლობა, ასევე მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა.
ქართულმა
მხარემ ოფიციალურად მოიწვია ამ ქვეყნების გარემოს დაცვის მინისტრები 2012
წლის 6-7 სექტემბერს, ქ. თბილისში დაგეგმილ მინისტერიალზე „თბილისი+35",
რომელიც გარემოს დაცვით განათლებას მიეძღვნება.
Internet.ge