26 ივნისს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ერთობლივ
ღონისძიებას გეგმავენ.
ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 13:00 საათზე,
სახალხო დამცველი და საიას თავმჯდომარე დიღმის #2 დროებითი მოთავსების იზოლატორს გადასცემენ პოსტერებსა და ბროშურებს, რომლებიც განკუთვნილია თავისუფლებააღკვეთილი პირების ინფორმირებისათვის.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, ეკონომიკური საბჭოს რეკომენდაციით, 1997 წელს, 26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
internet.ge