ბაქრაძე ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს უმასპინძლებს
დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთსა და კავკასიაში - რასელ ტრუდს მიიღებს.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს პარლამენტის
პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სპიკერი ავსტრალიელ სტუმარს პარლამენტის დავით
აღმაშენებლის სახელობის დარბაზში 17:00 საათზე უმასპინძლებს.
internet.ge