მერილენდის
შტატში მოკლულ ბექა ზარდიაშვილს სამშობლოში 28 ივნისს ჩამოასვენებენ. გადმოსვენების ხარჯებს მთლიანად საქართველოს
მთავრობა დაფარავს.
ამ
დროისთვის
ცხედარი ნიუ იორკის პროზექტურაში გადაასვენეს.
ოჯახის წევრების განცხადებით, შესაძლოა მკვლელობაში მესამე პიროვნებაც
იყოს გარეული, რომელიც სამართალდამცავებს ჯერ არ დაუკავებიათ.
23 წლის ქართველი, მერილენდის შტატში, ბალტიმორში მოკლეს. ეჭვმიტანილი პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს, ის 26 წლის ზამან ლოუსონია, რომელიც ბექა ზარდიაშვილთან ერთად ელდერსბერგში მდებარე სუპერმარკეტში მუშაობდა.
internet.ge