აზერბაიჯანის
ჩრდილო-დასავლეთით, შეკინსკის რაიონში, წუხელ, 01:05 საათზე 4,5-ბალიანი მიწისძვრა
მოხდა. მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ გამოუწვევია - იუწყება სააგენტო
„ტრენდი“.
მაისში
აზერბაიჯანში მიწისძვრების სერიას ჰქონდა ადგილი და როგორც გეოლოგიის ინსტიტუტის
დირექტორმა აკიფ ალიზადემ განაცხადა, აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთით მიწის ქერქის დეფორმაციას, ბაქოს ირგვლივ კი
ენერგიის დაგროვებას აქვს ადგილი, რაც მომავალ წლებში მიწისძვრების რისკს ზრდის.
თუმცა ალიზადეს თქმით, დამანგრეველი მიწისძვრა მოსალოდნელი არ არის.
internet.ge