თუქული გემი „ხაკი ჩილიოღლუ“, რომელიც სოხუმში იყო დაკავებული და რომლის ეკიპაჟის წევრებიც აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა წითელი ჯვრის შუამავლობით ქართულ მხარეს რამდენიმე დღის წინ გადმოსცა, პორტში ღუზას მოსწყდა და ღია ზღვაში მიცურავს, - იუწყება portnews.ru.
გემი ნელ-ნელა რუსეთის ტერიტორიული წყლებისკენ მიცურავს. მასზე არ არის საწვავი და არც განათება მუშაობს. ეკიპაჟი კი ბორტზე იმყოფება. რაიმე სიგნალი მათ არ გამოუგზავნიათ, „ხაკი ჩილიოღლუმ“ დახმარებაზე უარი თქვა - იტყობინება portnews.ru რუსეთის საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრზე დაყრდნობით, სადაც აცხადებენ, რომ თურქული გემი ზღვაოსნებისთვის საფრთხეს ქმნის.
Internet.ge