საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ტემპერატურის კლებაა ნავარაუდევი.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი
პრონოგნოზების განყოფილებაში განუცხადეს, ღრუბლიანი ამინდები თვის ბოლომდე
გაგრძელდება.
სინოპტიკოსების თქმით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია
ტემპერატურის 24 გრადუსამდე კლება, ასევე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც ნავარაუდევია წვიმა და
ქარი, ზოგან სეტყვა. ტემპერატურა კი, 2 ივლისიდან მოიმატებს.
„დედაქალაქში დროგამოშვებით ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმები,
ტემპერატურა 28 გრადუსამდე დაიკლებს. დაბალი ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით ერთ
კვირას გასტანს“,- აცხადებენ სინოპტიკოსები.
Internet.ge