მცხეთა-მთიანეთის რეგიონის წარჩინებულმა მოსწავლეებმა დღეს,
პრეზიდენტის
საჩუქარი მიიღეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის
პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, საჯარო სკოლების 17 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები პირადად გადასცა.
დაჯილდოებულმა
მოსწავლეებმა
წელს საბაზო საფეხური მე-7, მე-8 და მე-9 კლასები წარჩინებით
დაამთავრეს.
სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები სხვა რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებთან ერთად ყოველწლიურად პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში საჩუქრდებიან . ამ მიმართულებით მათი წახალისება მომავალშიც გაგრძელდება.
Internet.ge