საქართველოს ოფიციალური, ორდღიანი ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდრე ვერშბოუ ეწვევა.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ბათუმში დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში
მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში ვერშბოუ ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან.
„ვერშბოუს ვიზიტი შეგვიძლია მივიჩნიოთ ეფექტური, მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული თანამშრომლობის და იმ დიალოგის გაგრძელებლად, რომელიც არსებობს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებას შორის და წარმატებული ჩიკაგოს სამიტის ერთგვარ გაგრძელებად. მოგეხსენებათ, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს ოპერაციაში. აღსანიშნავია, რომ საქართველო განაგრძობს ავღანეთში ჩართულობას 2014 წლის შემდეგაც ნატო-ს წვრთნის, დახმარების და ხელშეწყობის მისიის ფარგლებში“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
დავით ჯალაღანიამ.
Internet.ge