საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნულ კომისიაში დღეს, მორიგი „ღია კარის დღე“ გაიმართება, სადაც კომისიის წევრები და აპარატის სხვადსხვა დეპარტამენტების
ხელმძღვანელები, მედიისთვის საინტერესო კითხვებს გასცემენ პასუხს.
ყოველთვიური
„ღია კარის დღეები“ კომისიაში ელეტქრონულ კომუნიკაციებში და მაუწყებლობის სფეროში ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად მოსახლეობის ცოდნის ამაღლებას ემსახურება. „ღია კარის
დღეების“ თემატიკას თავად მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები
არჩევენ.
დღევანდელი სასაუბრო თემა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი და ამ კანონთან მიმართებაში,
კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის როლი
იქნება.
internet.ge