4 წლის ბავშვი, მესამე ხარისხის დამწვრობით კლინიკაში
მოათავსეს.
მას მდუღარე წყლის გადასხმის შედეგად სხეულის 12 % აქვს დამწვარი.
ბავშვს პირველადი დახმარება რუსთავის საავადმყოფოში აღმოუჩინეს,
თუმცა დამწვრობის სიმძიმის გამო პაციენტი
რეფერალურ საავადმყოფოში გადმაიყვანეს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს საავადმყოფოს მიმღებში განუცხადეს, ბავშვის
მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა. ის ამდროისთვის კონტაქტურია.
internet.ge