GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კონკურს „ქართული კალიგრაფიის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს
18:22 30.06.2012
დღის სიახლეები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა კონკურსის - „ქართული კალიგრაფიის“ მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს.

დღესვე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ირინე ქურდაძემ მათ ფასიანი საჩუქრები გადასცა. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა კი ფონდის ფავორიტი გამოავლინა და დააჯილდოვა. სულხან სისაურმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს მარიამ მათიაშვილს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ფარგლებში გამოცემული წიგნები - „მშენებელი ოსტატები შუა საუკუნეების საქართველოში“, ”არქირექტურის რესტავრაცია საქართველოში” და ”ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი” გადასცა.

კონკურსი „ქართული კალიგრაფია“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღისადმი მიძღვნილი „დამწერლობის ფესტივალის“ ფარგლებში ჩატარდა. მასში მონაწილეობა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა და კალიგრაფიის თემით დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს.

კონკურსის მიზანია ქართული დამწერლობის, როგორც კულტურული ფენომენის პოპულარიზაცია და საუკუნეების ტრადიციის მქონე ქართული კალიგრაფიული სკოლის აღორძინება. კონკურსის ფავორიტი ნამუშევრები გამოავლინეს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და სხვა ორგანიზაციებმა.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჰილარი კლინტონმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა1
ბიძინა ივანიშვილი ეკონომუკური გუნდის დაკომპლექტებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს2
შალვა ნათელაშვილი აშშ-ში სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდა3
ფოტორეპორტაჟი: თბილისის ახალი საბაგირო4
ივანიშვილი კოალიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალგაზრდობის სურათებს აქვეყნებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X