სასჯელაღსრულების,
პრობაციისა და იურიდიული დახმარების სასწავლო ცენტრის დელეგაცია, სამუშაო ვიზიტით ხვალ გერმანიას ეწვევა. ვიზიტი გერმანული ფონდის - IRZ-ის ორგანიზებითა და დაფინანსებით გაიმართება.
სამინისტროს ცნობით,
ვიზიტის მიზანი ნიდერსაქსენის სასჯელაღსრულების საგანმანათლებლო ინსტიტუტში სწავლების
სპეციფიკის გაცნობა და გერმანელ კოლეგებთან გამოცდილების გაზიარებაა.
გერმანიაში სტუმრობის
ფარგლებში, დელეგაცია რამდენიმე პენიტენციალურ დაწესებულებას და მაღალი რანგის მომსახურე
პერსონალის მოსამზადებელ აკადემიას მოინახულებს. სამინისტროს წარმომადგენლები სხვადასხვა
პრაქტიკულ საქმიანობასა და თეორიულ ტრენინგებსაც დაესწრებიან
ვიზიტი 9 ივლისამდე გასტანს.
internet.ge