ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ქსნის ციხესთან დღეს, 17:00 საათზე "სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია” აქციას გამართავს.
საიას
განცხადებით,
აქციაზე
#15 დაწესებულებაში,
პატიმრების
ფიზიკურ და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს გააპროტესტებენ.
“რამდენიმე
დღის წინ საზოგადოებისთვის
ცნობილი გახდა, რომ #15 დაწესებულების მსჯავრდებულებმა
საქართველოს
სახალხო დამცველს კოლექტიური განცხადებით მიმართეს. განცხადებას, რომელსაც დაახლოებით 700-მდე მსჯავრდებული აწერს ხელს, საუბარი იყო მათ მიმართ დროის სხვადასხვა მონაკვეთში განხორციელებულ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. მსჯავრდებულებმა საიას ადვოკატებთან საუბრისას დაასტურეს კოლექტიურ განცხადებაში მითითებული ფაქტები და შვიდმა მათგანმა განაცხადა თანხმობა გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით”,-
აცხადებენ
საიაში.
Internet.ge