ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პაატა ტრაპაიძე დასაქმების მინისტრად წარადგინა.
ცნობისთვის, ტრაპაიძე მანამდე კომპანია
„კავკასუს როუდ პროჯექტ"-ის დირექტორი გახლდათ.
აღნიშნული კომპანია საქართველოში 2005 წლის 29 მარტს დაარსდა, მისი ძირითადი საქმიანობის სფეროა გზების, ხიდების,
გვირაბების, აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და საქართველოში პირველი
ბეტონსაფარიანი გზის მშენებლობა, აგრეთვე ხის კონსტრუქციებისა და პანელების
წარმოება.
მერაბიშვილმა ახალი სამინისტროს სავარაუდო ხელმძღვანელს დასაქმების
ბაზის შექმნა დაავალა.
internet.ge