კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების მიმართ იძულებითი აღსრულების წარმოება დაიწყება
კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვადა ამოეწურათ.
კანონით მათ მიმართ იძულებითი აღსრულების პროცედურა დაიწყება, რაც შესაძლოა ანგარიშების ან ქონების დაყადაღებაში გამოიხატოს.
კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების დაჯარიმების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე მიიღო. მოსამართლე ილონა თოდუას გადაწყვეტილებით, აღნიშნული პარტიები 2
383 097 ლარით დაჯარიმდნენ. სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
Internet.ge