უკრაინის სოფელ დროგომიშელის მახლობლად 4 უცნობი მამაკაცი დააკავეს.
როგორც გაირკვა, ისინი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, რომლებსაც პოლონეთში
გადასვლა სურდათ.
21-დან 29 წლამდე მამაკაცები სოფელში ტაქსით ჩავიდნენ. თუმცა უცხო
პირების გამოჩენამ ადგილობრივ მოსახლეობას ეჭვი აღუძრა და მესაზღვრეებს
შეატყობინეს.
დაკავებულებთან საუბრისას გაირკვა, რომ ისინი პოლონეთში უკანონო გზით
მოხვედრას ცდილობდნენ.
მათ მომავალ ბედს სასამართლო გადაწყვეტს.
კანონის წინაშე პასუხს აგებს უკრაინელი ტაქსის მძღოლიც - იუწყება
„ნოვი რეგიონი“.
internet.ge