სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო
15:49 05.07.2012
|
დღის სიახლეები
|
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აგრარული ფაკულტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის 2 კვირიანი სტაჟირების ინტენსიური პროგრამა დაიწყო.
სტუდენტები სტაჟირებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ ობიექტებზე გაივლიან.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე მიმდინარეობს საზაფხულო სტაჟირების გავლის მსურველთა ტესტირება, რომელიც ზოგად და პროფესიულ უნარებში ტარდება.
შერჩეული სტუდენტები გადამზადების ინტენსიურ კურსს გაივლიან. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტი შესაბამის სერტიფიკატს მიიღებს.
მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია 2012 წლის 31 აგვისტომდე გაგრძელდება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|