პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ თეთრიწყაროს მოსახლეობას ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, პენსიების გაზრდისა და სადაზღვევო სისტემაში გატარებულ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა.
მოსახლეობასთან პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობაში გატარებულ ცვლილებებსა და ათასლარიან ვაუჩერებზეც
ისაუბრა.
სპიკერთან
ერთად მოსახლეობას ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით
კირკიტაძე შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბაქრაძემ თეთრიწყაროში რუსთაველის ქუჩის
სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და
შ.პ.ს. „დილა“-ს მეფრინველეობის ფაბრიკა მოინახულა.
internet.ge