შსს-ს აკადემიაში მეხანძრე-მაშველთა პროფესიული მომზადების კურსის დასრულების ცერემონიალი გაიმართება
15:30 06.07.2012
|
დღის სიახლეები
|
ხვალ, 12:00 სთ-ზე საქართველოს შსს აკადემიაში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მეხანძრე-მაშველთა სპეციალური პროფესიული მომზადების კურსის დასრულების ცერემონიალი გაიმართება.
შსს-ს აკადემიის ინფორმაციით, აღნიშნული კურსის მიზანია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა.
კურსი 2012 წლის 7 მაისს დაიწყო და 6 ივლისს დასრულდა. კურსზე ჩარიცხულმა 25 მსმენელმა სწავლა წარმატებით დაასრულა, მათ შორის სამმა - წარჩინებით. სწავლების ხანგრძლივობა 9 კვირაა.
კურსდამთავრებულებს სერთიფიკატებს გადასცემენ შსს აკადემიის რექტორი დავით აფრასიძე და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი მანდარია.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|