სოფელ დიღომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
მიხეილ მესხის ქუჩაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მიმავალი „ნისანისა“
და „სუბარუს“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. საავადმყოფოში მიყვანამდე
გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი.
რაც შეეხება მეორე მძღოლს ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის
კლინიკაში, უმძიმეს მდგომარეობაში მოათავსა.
მსუბუქად დაშავდა კიდევ სამი პირი, რომელთა საავადმყოფოში გადაყვანა
საჭირო არ გახდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
internet.ge