ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს
15:06 04.04.2012
|
დღის სიახლეები
|
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს. ბიძინა ივანიშვილის მიერ, საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ დასკვნა დღეს გამოაქვეყნა. საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა განცხადებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე, 2012 წლის 5 იანვარს მიმართა. თუმცა, როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ, ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ითვალისწინებს ორ პროცედურას: პირველი - ნატურალიზაცია: იმ პირთათვის, რომლებიც არ არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მეორე - ორმაგი მოქალაქეობა: მოქალაქეობის მინიჭება იმ პირთათვის, რომლებიც ამავდროულად არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები. ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით მას შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს. მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა კი შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების დაცვის შემთხვევაში. Internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|