აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო ქართულ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის საშუალებას აძლევს
ქართულ კომპანიებს ამერიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ
ტენდერში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.
ამის შესახებ სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს მთავრობისა და აშშ-ს
თავდაცვის სამინისტროს ერთობლივ სიმპოზიუმზე გახდა ცნობილი.
ღონისძიებას მთავრობის მაღალჩინოსნებთან ერთად საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილიც ესწრება.
სიმპოზიუმზე იმყოფება 100- ზე მეტი ქართული კომპანიის წარმომადგენელი,
რომლებმაც ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
ღონისძიების ფარგლებში ამერიკული მხარე ბიზნესმენებს იმ კრიტერიუმებს
გააცნობს, რომელიც ტენდერში მონაწილეობისთვისაა აუცილებელი.
„ქართულ კომპანიებს ეძლევათ პრიორიტეტული საშუალება იყვნენ 47 მილიარდიან ბაზარზე, განახორციელონ ქართული პროდუქციის ექსპორტი, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. ეს არის ძალიან დიდი ბაზარი და შესაძლებლობა, რომ მოსახლეობას მეტი სიკეთე მოვუტანოთ“,- აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.
internet.ge