შუახევში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მიხეილ მახარაძემ სატვირთო ავტომანქანის საჭე ვერ
დაიმორჩილა და მანქანა 65 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
გარდაცვლილი ახლობლებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
ცნობილია, რომ მახარაძე სანალიის მთიდან ბრუნდებოდა, როდესაც გზის
სავალი ნაწილიდან გადავარდა.
ახლობლების განცხადებით მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა,
სატვრთო კი რომელსაც გარდაცვლილი მართავდა მას არ ეკუთვნოდა.
internet.ge