პრეზიდენტის
პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, შიდა ქართლის გუბერნატორად სულხან სიბაშვილი დაინიშნა.
ამის შესახებ განცხადება მანჯგალაძემ დღეს
გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ახალ გუბერნატორს დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ტყეშელაშვილი წარადგენს.
პრესსპიკერის განცხადებით, მოგვიანებით გახდება ცნობილი სად გააგრძელებს მუშაობას შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ტატიშვილი.
internet.ge