თავდაცვის სამინისტროს ახალი სლოგანი აქვს
14:26 10.07.2012
|
დღის სიახლეები
|
დღეს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების ელჩები და სამხედრო ატაშეები მიიღო.
თავდაცვის მინისტრის რანგში დიმიტრი შაშკინი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პირველად შეხვდა. მინისტრმა ელჩებსა და ატაშეებს თავდაცვის უწყების სამომავლო ამოცანები და სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელი რეინჯერების სლოგანი გახლავთ No Man Gets Left Behind ("ჩვენ არც ერთ ადამიანს არ ვტოვებთ"), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სლოგანი კი დღეიდან - No Man Gets Left Behind in Peace and in War (“არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ”) ხდება.
მინისტრმა დიპლომატებს თავდაცვის სამინისტროს ახალი, სამი T-ს კონცეფცია გააცნო, რომელზეც სამინისტროს თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს მუშაობა.
პირველი T – Total Care გულისხმობს სახელმწიფოს ზრუნვას თითოეულ სამხედროსა და მის ოჯახზე. მეორე T - Total Training - ია. რაც შეიძლება მეტი სწავლა და ვარჯიში იმისთვის, რომ ნატო-ს სტრუქტურებში ინტეგრაცია დაჩქარდეს.
მესამე მიმართულებაა - Total Defence (ტოტალური თავდაცვა) - უმნიშვნელოვანესი კომპონენტია იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტამდე დროებით ოკუპირებულია. მისი უმნიშვნელოვანესი ასპექტი არის რეზერვი (ნებაყოფლობითი და სავალდებულო), რომელიც თავდაცვის ფუნდამენტის ნაწილია.
გარდა ამისა, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე. მთავარ ამოცანად რჩება რეზერვის შექმნა და განათლების კომპონენტის განვითარება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|