ბათუმში, ამ წუთებში ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და
სამუშაო სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტმა ვილფრიდ მარტენსმა გახსნა, რომლის ინიციატივითაც EPP-ის სამიტი საქართველოში იმართება.
ვილფრიდ მარტენსმა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიესალმება ქვეყნის საერთო ევროპულ ფასეულობებს. სხდომაზე უკვე გაკეთდა პირველი განცხადებებიც.
გამომსვლელებმა ყურადღება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
internet.ge