წიგნის - „სტალინის დედის მოგონებების“ პრეზენტაცია დღეს გაიმართება.
პრეზენტაციას გამომცემელი ბაკურ სულაკაური
გახსნის. ასევე ისაუბრებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორი ომარ
თუშურაშვილი და შსს-ს აკადემიის რექტორი დავით აფრასიძე.
„სტალინის დედის მოგონებებში“ მკითხველი გაეცნობა სტალინის დედის,
ეკატერინე გელაძე-ჯუღაშვილის მოგონებებს, რომელიც მან 1935 წელს დაწერა. წიგნში
აღწერილია სტალინის ბავშვობა.
წიგნს თან ერთვის მდიდარი ფოტომასალაც, რომელიც სტალინისა და მისი
ოჯახის შესახებ დამატებით ცნობებს იძლევა.
პრეზენტაცია „ფესტივალი-რესტორაცია დივანში“ გაიმართება.
Internet.ge