მთავრობისა და აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმი დღეს განახლდება
საქართველოს მთავრობისა და ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული
სიმპოზიუმი
დღეს განახლდება.
სიმპოზიუმის ფარგლებში ამერიკის თავდაცვის ლოჯისტიკის
დეპარტამენტი
პირველადი
კონტრაქტორების
მეშვეობით
ასობით
დასახელების
პროდუქციის
შესყიდვას
ახორციელებს.
აშშ-ის კანონმდებლობაში
შეტანილი
ცვლილებების
შედეგად,
პენტაგონს
უფლება
აქვს
პროდუქცია
საქართველოში
შეიძინოს.
ამერიკის თავდაცვის სამინისტროს პირველად კონტრაქტორებთან წარმატებული თანამშრომლობა,
კომპანიებისთვის
ახალი
ბაზრებზე
გასასვლელად
და
პროდუქციის
რეალიზებისთვის, ასევე,
პროდუქციის
ხარისხის
და
სტანდარტის ასამაღლებლად კარგი შესაძლებლობა
იქნება, რაც სხვა ბაზრების (მათ შორის, აშშ-ის, ავღანეთის, ერაყის) ასათვისებლად მნიშვნელოვანია.
პროდუქციის წარმოების (სამშენებლო მასალები, საყოფაცხოვრებო პროდუქცია, კვების
პროდუქტები
და
ა.შ.) მიხედვით
განაწილდებიან
და
პირველადი
კონტრაქტორები
მათთან
10-15 წუთის
განმავლობაში
ინდივიდუალურ
შეხვედრებს
გამართავენ.
Internet.ge