დღეს, საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და
ლტოლვილთა მინისტრი დალი ხომერიკი ჯიქიას ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს
ესტუმრა.
ყოფილი "გეოლოგიურის“
ობიექტში 18 წელია, რაც აფხაზეთიდან დევნილი 73 ოჯახი ცხოვრობს. მინისტრმა ადგილზე
მოისმინა მოსახლეობის პრობლემები და მათ დახმარება აღუთქვა.
დალი ხომერიკი აფხაზეთიდან დევნილ მალუშა ყოლბაიას ოჯახს ესტუმრა და პირადად
გაეცნო მის საყოფაცხოვრებო პირობებს.
მინისტრმა დევნილებს
მთავრობის ახალი პროგრამა „მეტი სარგებელი ხალხს“ გააცნო და კონკრეტულად ესაუბრა
მის მნიშვნელობაზე. დალი ხომერიკის განცხადებით, მთავარია, ახალი პროგრამა
თოთოეული დევნილი ოჯახის კეთილდღეობაზე კონკრეტულად აისახოს და ყველა ოჯახის
კარამდე მივიდეს ის სიკეთე, რაც ამ პროგრამას მოაქვს.
internet.ge