საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ვანო
მერაბიშვილი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი
სოფელ ნატახტარში მცხოვრებ იმერლიშვილების 12-სულიან ოჯახს ესტუმრნენ და
ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სახელმწიფო პოლისები პირადად გადასცეს. მთავრობის
ხელმძღვანელმა და ჯანდაცვის მინისტრმა იმერლიშვილებს დეტალურად განუმარტეს პოლისით
გათვალისწინებული მომსახურებები და სარგებლობის წესები.
იმერლიშვილების
ოჯახში 2 ასაკით პენსიონერი და ამდენივე 0-5 წლამდე ასაკის ბავშვია. ისინი
კუთვნილი პოლისებით სარგებლობას 2012 წლის 1-ელი სექტემბრიდან შეძლებენ.
ჯანმრთელობის
დაზღვევის პოლისების დარიგება 2012 წლის 15 ივლისიდან იწყება. ასაკით
პენსიონერები, 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ასევე,
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები სახელმწიფო
სადაზღვევო პოლისს „ლიბერთი ბანკში," კუთვნილ პენსიასთან ერთად მიიღებენ. 0-5
წლის ჩათვლით ბავშვებსა და სტუდენტებს პოლისი რეგისტრირებულ მისამართზე,
საქართველოს ფოსტით მიუვათ. ხოლო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებული
მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ პენსია, სადაზღვევო პოლისის აღებას სოციალური
მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ რაიონულ ფილიალში შეძლებენ.
მიმდინარე
წლის 1-ელი სეტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევით 1 800 000 მოქალაქე ისარგებლებს.
internet.ge