კახეთში, სოფელ ყარაჯალაში, სახლის დემონტაჟის დროს, ერთი ადამიანი
გარდაიცვალა.
ნგრევისას 30 წლის გელა კახაბრიშვილი ადგილზე დაიღუპა, ერთი ადამიანი
კი, მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი
მდგომარეობა დამაკმაყოფიებელია.
აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით უცნობია რა
გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი.
internet.ge