დღეიდან, საქართველოს ბანკის ყველა ფილიალში, პროექტ „summer job“-ის მონაწილეთათვის პლასტიკური ბარათების გაცემა იწყება. კონკრეტული მონაწილე ბარათს იმ ფილიალში აიღებს, რომელიც რეგისტრაციისას მიუთითა.
პროგრამის
მონაწილეებს
პლასტიკურ
ბარათებთან
ერთად სახსოვრად გადაეცემათ ქუდები და სამაჯურები. ამასთანავე მონაწილე სტუდენტები მიიღებენ საინფორმაციო ბარათებს, ფოტოკონკურსის დაწყების შესახებ.
საქართველოს
განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ბანკს შორის დადებული მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ბანკმა პროგრამის მონაწილე სტუდენტებისათვის სპეციალური დიზაინის პლასტიკური ბარათები დაამზადა.
სტუდენტებს
პლასტიკური
ბარათები უსასყიდლოდ გადაეცემათ, ბარათებზე ანაზღაურება 500
ლარი კი, საზაფხულო სამუშაოს დასრულების შემდეგ დაირიცხება.
განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო პროგრამის ყველა მონაწილეს სთავაზობს ფოტოკონკურსს „ჩემი პირველი summer job“ კონკურსში მონაწილეობისათვის
სტუდენტი ჩართული უნდა იყოს საზაფხულო დასაქმების პროგრამაში, უნდა გადაიღოს ფოტო სამუშაოს შესრულების პერიოდში და 20 ივლისიდან გაააგზავნოს ელ-ფოსტაზე: [email protected], ფოტოკონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია სამინისტროს ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე. კონკურსში მონაწილე ფოტოს ავტორი, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ “Like”-ს, შემეცნებითი ტურით დიდ ბრიტანეთში
გაემგზავრება.
internet.ge