გორში, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა
დასახლებაში, მოსახლეობასა და ‘’ქართული ოცნების" წევრებს შორის მომხდარ
ინციდენტთან დაკავშირებით, „ინტერნეტ.ჯი“ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ ლიდერს, მანანა კობახიძეს დაუკავშირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კოალიცია
„ქართული ოცნების“ წევრების ვიზიტი კარალეტში ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზრდა. კოალიციის მხარადმჭერები და კომპაქტურად
ჩასახლებული დევნილები პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთს ფიზიკურად
გაუსწორდნენ.
სიტუაცია კარალეთში მას შემდეგ დაიძაბა,
რაც ერთ-ერთმა ქალბატონმა დევნილთა დასახლებაში კოალიციის
წევრის კახი კალაძისა და „ქართული
ოცნების“ სხვა წევრების ყოფნა გააპროტესტა.
„ამ წუთებში ვცდილობ დაზუსტებული
ინფორმაცია მივიღო, თავადაც მივდივარ ინცინდენტის ადგილას. კოალიციის წევრთა
განცხადებით, მათ ფიზიკურად ზონდერ ბრიგადები გაუსწორდნენ. ‘’ნაცმოძრაობის"
წევრმა ქალბატონებმა კი პროვოკაცია მოაწყვეს და ლიდერებს ქვები დაუშინეს“, -
განაცხადა კობახიძემ.
პარტიის ლიდერი ინცინდენტის შედეგად
დაშავებულების შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.
„დაუზუსტებელი ინფორმაციით, რამდენიმე
მხარდამჭერი დაშავდა, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც“,- დასძინა მანანა კობახიძემ.
მისი თქმით, კალაძესთან ერთად კარალეთში
კოალიციის წევრი სოზარ სუბარიც იმყოფებოდა.
internet.ge