"მაესტროს" შემთხვევა
განსხვავდება "გლობალ TV"-ს
მიერ დაგეგმილი ე.წ. გავრცელების არეალის გაფართოების ღონისძიებისგან,
რადგან აღნიშნული ტელეკომპანია პირდაპირ არ ასოცირდება პოლიტიკურ პროცესებში
აქტიურად ჩართულ რომელიმე პოლიტიკოსთან ან პოლიტიკურ პარტიასთან”,- აცხადებენ „ახალი
მემარჯვენეები“.
ამასთან დაკავშირებით, პარტიის პრესსამსახურმა სპეციალური განცხადება
გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული,
გაუგებარია "მაესტროს"
მიმართ მთავარი პროკურატურისა და საქალაქო სასამართლოს მიერ
განხორციელებული სანქციები.
„ეს პირდაპირ აღიქმება, როგორც ელექტორატისთვის ხელის შეშლა
წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებისგან მიიღოს
ალტერნატიული ინფორმაცია და გააკეთოს
ინფორმირებული არჩევანი“,- აცხადებენ პარტიაში.
მათივე თქმით, ხელისუფლება
ვალდებულია წარმოადგინოს მეტი ინფორმაცია
და კვალიფიციური იურიდიული განმარტებები.
„წინააღმდეგ შემთხვევაში
საზოგადოებაში იქმნება სავსებით
ლოგიკური განცდა, რომ ამ გზით ხელისუფლება ებრძვის ინფორმაციის თავისუფლად მიღების და
გავრცელების კონსტიტუციურად მინიჭებულ
უფლებას წინასაარჩევნო პერიოდში“,-
ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge