საქართველოს
პარტიარქი, უწმინდესი და უნეტარესი სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით,
რიგით 23-ე საყოველთაო ნათლობას გამართავს.
დღეს უწმინდესის ნათლული კიდევ 510 ჩვილი გახდება.
საპატრიარქოს
ინფორმაციით, ნათლობა სამების ლავრის სულიწმინდის სახელობის სანათლავ ტაძარში მოხდება.
მონათლულებს ტრადიციულად ჯვარს, ნათლობის მოწმობას, სახარებას და სანთლებს აჩუქებენ. ნათლობის დასრულების შემდეგ კი სანათლავში უწმინდესი მიბრძანდება და საკუთარ ნათლულებს დალოცავს.
ამ ეტაპისთვის
უწმინდესს უკვე 11 907 ბავშვი ჰყავს მონათლული.
ყველა მათგანი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და შემდეგი შვილია.
Internet.ge