ერთიან ეროვნულ გამოცდებს დღეს აბიტურიენტები ისტორიაში აბარებენ.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდები 17 ივლისს მათემატიკის გამოცდით
გაგრძელდება, 18 ივლისს ბიოლოგიაში, 19-ში კი, ქიმიაში ჩატარდება.
გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით, 17 საგამოცდო ცენტრში
მიმდინარეობს.
წელს, 10%-ით გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამედიცინო და
იურიდიულ ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სამედიცინოზე და იურიდიულზე ჩაბარების
მსურველებმა სამ საგანში 35%, ხოლო მეოთხეში, უცხო ენაში 30%-იანი ბარიერი უნდა
გადალახონ. ასევე ცნობილია, რომ დაჩქარდება შედეგების გამოცხადება და ოქტომბრის ნაცვლად საბოლოო პასუხები, 25 აგვისტოს
გახდება ცნობილი.
internet.ge