აშშ-ს სასამართლოში უკვე ოფიციალურადაა გადაგზავნილი ალ-ქაედას 5 წევრის საქმე, რომლებიც 11 სექტემბრის ტერაქტში არიან ბრალდებულნი.
გუანტანამოს 5 პატიმარს, მათ შორის სავარაუდო ორგანიზატორს ხალიდ შეიხ მოჰამედს, სამხედრო ტრიბუნალი გაასამართლებს. მათთან ერთად ტერორიზმის, თვითმფრინავის გატაცების, შეთქმულების, მკვლელობისა და ქონების განადგურების ბრალდებით გასამართლდებიან ასევე ვალიდ ბინ ატაშე, რამზი ბინაშლიბუ, ალი ანდ ალ-აზიზი და მუსტაფა ახმედ ალ-ხასაუი. პენტაგონში აცხადებენ, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.
ეს ადამიანები ბრალდებულები არიან 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომელთა შედეგადაც საერთო ჯამში 2976 ადამიანი დაიღუპა.
ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აღნიშნული საქმის განხილვას სამოქალაქო სასამართლოში აპირებდნენ, მაგრამ გადაწყვეტილება 2011 წელს მოსახლეობის პროტესტის გამო შეცვალეს.
Internet.ge