პრეზიდენტმა ცისანა ტატიშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
18:32 13.07.2012
|
დღის სიახლეები
|
მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ქართველ ხელოვანებს უმასპინძლა.
საქართველოს პრეზიდენტმა ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის სახალხო არტისტი, ოპერის სოლისტი ცისანა ტატიშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილ ხელოვანებს ცისანა ტატიშვილის დამსახურებაზე ესაუბრა და ყურადღება მის განსაკუთრებულ ნიჭზე გაამახვილა.
"ქალბატონი ცისანა არის ნამდვილი ვარსკვლავი და ამიტომ ჩემთვის დიდი პატივია თქვენთვის ქართული სახელმწიფოს სახელით, ბრწყინვალების ორდენის გადმოცემა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|