"ქართული ოცნების" აქტივისტების მიკროავტობუსში მყოფ მამაოებსა და ოპერატორს შორის ინციდენტი მოხდა
17:32 15.07.2012
|
დღის სიახლეები
|
ინციდენტი მოხდა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსა და ოპერატორს შორის. როგორც "ინტერნეტ.ჯი"-ს კორესპონდენტი იტყობინება ქარელიდან გორისკენ მიმავალ "ქართული ოცნების" აქტივისტების მიკროავტობუსში ორი მამაო იმყოფებოდა, რომლებმაც მიკროავტობუსის ფანჯრებიდან "ქართული ოცნების" დროშები გადმოფინეს.
ოპერატორმა აღნიშნული კადრის გადაღება სცადა, რაშიც ხელი მამაოებმა შეუშალეს, მათ კამერაზე დროშის ტარი დაარტყეს.
ინციდენტის მიუხედავად აღნიშნული კადრების დაფიქსირება ოპერატორმა მაინც მოახერხა და მას მოკლე ხანში გამოვაქვეყნებთ.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|