გორში, კომბინატის დასახლებაში "ქართული ოცნების" 2000-მდე მხარდამჭერია შეკრებილი. კოალიციის აქცია 19:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი აქციისთვის მხარდამჭერები "ქართულმა ოცნებამ" სხვადასხვა რაიონიდან ჩაიყვანა.
როგორც მიმდინარე კვირას ივანიშვილის პრესსპიკერმა განაცხადა, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი გორში, აქციაზე, შიდა ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს.
Internet.ge