ქალაქ გორში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია დაიწყო.
ამ წუთებში აქციაზე სიტყვით კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა
ივანიშვილი გამოდის.
ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლა, აქციაზე მისული ადამიანებისთვის
მადლობის გადახდით დაიწყო.
„ამ ქალაქს ბევრი გასაჭირი გადაუტანია და დღემდე მტკიცედ დგას.
მადლობას გიხდით აქ მობრძანებისთვის და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე“ - განაცხადა
ივანიშვილმა.
გორის ცენტრში ამ დროისთვის 2 500-მდე ადამიანია შეკრებილი. დღეს
გამართულ აქციაზე ბიძინა ივანიშვილი შიდა ქართლში მაჟორიტარობის კანდიდატებსაც
დაასახელებს.
internet.ge