უბედური შემთხვევა მოხდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ
ლელიანში. 14 წლის ჯონი ჭუმბურიძე მდინარეში დაიხრჩო.
მოზარდი მეგობრებთან ერთად საქონელს ალაზნის პირას
მწყემსავდა, რა დროსაც ის მდინარეში საბანაოდ ჩავიდა. მოზარდი ეპილეფსიით იყო
დაავადებული, რის გამოც მოულოდნელად ცუდად გახდა, ადიდებულმა მდინარემ კი მოზარდი
გაიტაცა. მეგობრებმა ჭუმბურიძის დახმარება ვერ მოახერხეს.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
internet.ge